ნინოწმინდის პანსიონში დღეს იუნისეფისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები შევლენ

09 ივნისი 2021, 11:53 1272 ნახვა

შევლენ თუ არა ნინოწმინდის პანსიონში ჟურნალისტები? - ახალქალაქისა და კუმურდოს  მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით,  საკითხზე   მოლაპარაკება მეუფე სპირიდონთან მიმდინარეობს. ამ დროისთვის პანსიონში 29 არასრულწლოვანი რჩება, გამოყვანილია 24 ბავშვი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დილით დაწესებულებაში ერთ-ერთი სასულიერო პირი  მივიდა, რომლის განცხადებითაც ადგილზე  ვითარებას კომისია სწავლობს და იგეგმება შეხვედრები ბენეფიციარებთან, პედაგოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში