საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

09 ივნისი 2021, 10:49 970 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა კიდევ 866-მა პაციენტმა, გარდაიცვალა კიდევ 31.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 86, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი