მსოფლიოს ცნობილი კომპანიებისა და მედიასაშუალებების, მათ შორის „ამაზონის“, „ბიბისის“, „ევრონიუსის“, „ნიუ იორკ თაიმსის“, „ბლუმბერგის“, „გარდიანის“ საიტები გაითიშა. წინასწარი მონაცემებით, ვებგვერდების შეფერხების მიზეზად ინტერნეტის ფართომასშტაბიანი გამორთვა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეფერხებული იყო „ტვიტერის“, „იუთუბისა“ და ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის მუშაობაც. კომპანიებისა და მედიასაშუალებების ვებგვერდების ნაწილის მუშაობა უკვე აღდგა.