ნინოწმინდის პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა - დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარები დღეს სკოლაშიც წავიდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ.
ბოლო მონაცემებით, 31-მდე აღსაზრდელი რჩება ამ წუთებში პანსიონატში, 22-მა მათგანმა კი შენობა უკვე დატოვა.