დღეიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია ბათუმშიც იქნება შესაძლებელი 

08 ივნისი 2021, 10:28 730 ნახვა

დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ: https://gnta.ge/ge/registration-form/...

ბოლო მონაცემებით ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია 3000-ზე მეტმა პირმა გაიარა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში