საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებს შორის, ვინც აშშ-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.
"მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში აშშ საქართველოს გვერდში უდგას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს“, - განაცხადა რიკერმა.