15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - ნათია თურნავა

07 ივნისი 2021, 12:37 1369 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნა უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზე. ნათია თურნავას განმარტებით, საზღვრის კვეთის თვალსაზრისით გაზრდილია ტურისტების შემოსვლა.

მისივე განცხადებით, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. პირველი მატარებელი 15 ივნისს ერევანი-ბათუმი-თბილისის გავლით დაიძრება.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსგან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, შავიზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს.

თურქეთის რესპუბლიკასთან შეუფერხებელი გადაადგილება  გრძელდება სახმელეთო საზღვარზე.

უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა, მათ შეუძლიათ, როგორც საჰაერო საზღვრით, ასევე ბორნით, შავი ზღვის გავლით შემოვიდნენ საქართველოში.

აზერბაიჯანთან, როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების საქართველოში შემოშვებაზე ტურისტულად და ამ წესების გამარტივებაზე. იმედი გვაქვს, რომ არ დააყოვნებს ეს გადაწყვეტილება და გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ ტრადიციულად ჩვენს აზერბაიჯანელ მეზობლებს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი