გურია ექსპრესის გაფიცული თანამშრომლების აქცია გრძელდება. უკვე 34 დღეა ფქვილის ქარხანაში დასაქმებულებმა მუშაობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და ღირსეული სამუშაო პირობებია. კომპანია მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მეტიც, განუცხადეს რომ მუშებს გაფიცვის გამო სასამართლოში უჩივლეს.
გაფიცულ თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა. გაერთიანების წევრთა დიდი ნაწილი გუშინ გურიაში ჩავიდა და მათ ქარხნის ტერიტორიიდან ოზურგეთის მერიამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ინვესტორს დასაქმებულთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს, პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.