ვითარება ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ

05 ივნისი 2021, 15:25 1112 ნახვა

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 4 ივნისს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოიყვანონ ყველა ბავშვი ნინოწმინდის პანსიონიდან. მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ.

ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან. ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება. ორგანიზაციამ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსაც მოსთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა პანსიონის დირექტორის მიმართ. უწყებამ ამისთვის ორგანიზაციას რომელიმე ბავშვის მინდობილობა მოსთხოვა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს. წარმომადგენლის თქმით პანსიონში დარღვევები აღმოაჩინეს თუმცა შოთა მაღლაკელიძის თქმით ეს არ იძლევა  პანსიონისთვის ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი