თუ ჯანმო 12 წლის ზემოთ ვაქცინების გამოყენებაზე დასტურს გასცემს, შესაძლოა, ჩვენც დავუშვათ - ამირან გამყრელიძე

04 ივნისი 2021, 20:21 1259 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაიწიოს.

მისი თქმით, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან

"იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზე“. 

მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი