როგორ აფასებს სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? ჩვენ ვცადეთ მასთან გასაუბრება, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხიჭაურში მდებარე ეპარქიის შენობაში ჩვენს გადამღებ ჯგუფს შესვლის საშუალება არ მისცეს. აქ ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონი ადგილზე არ იმყოფება.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში იმყოფება და ჩართულია, სავარაუდოდ, ბავშვების პანსიონიდან გაყვანის პროცესში. იგი აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაცია ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.