აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა წამყვანი ექსპერტი ენტონი ფაუჩი ჩინეთს უხანის ლაბორატორიის იმ თანამშრომლების სამედიცინო ჩანაწერების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაავადდნენ.
ვირუსის წარმოშობის საკითხი ამ დრომდე სადავოდ რჩება, აშშ-ის სადაზვერვო უწყებები იკვლევენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები 2019 წელს, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დადასტურებამდე ერთი თვით ადრე სერიოზულად დაავადდნენ.
ამასთან, ჩინელი მეცნიერები და ოფიციალური პირები ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ვერსიას გამუდმებით უარყოფენ და აცხადებენ, რომ ვირუსი ჩინეთში, შესაძლოა გაყინული იმპორტირებული საკვების ან ცხოველების ვაჭრობის შედეგად გაჩნდა.