პროკურატურასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

03 ივნისი 2021, 20:29 1320 ნახვა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, სადაც უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

საპროტესტო აქციაზე, აქტივისტები ნიკა ფარულავა, ზუკა ბერძენიშვილი და ტიტე გედენიძე დააკავეს.

უწყების შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შესვლა და გამომძიებლებთან შეხვედრა მოითხოვა.

ცოტახნის წინ აქციაზე "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სულ 6 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი