Reuters - ბელარუსმა დაკავებული ჟურნალისტის დაკითხვის ნაწილის მეორე ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

03 ივნისი 2021, 09:44 696 ნახვა

ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ნაწილის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს. დაკითხვის ჩანაწერი ჟურნალისტის დაკავებიდან მეორედ გავრცელდა.

პირველ ჩანაწერში ის აცხადებდა, რომ სამართალდამცავები მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან.

ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

სააგენტო როიტერი წერს, რომ ბელარუსი იყენებს სავარაუდოდ იძულებით მოპოვებულ აღიარებების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი