წითელ ზღვაში ტურისტული ნავი ჩაიძირა

26 ნოემბერი 2024, 13:56 274 ნახვა

28 ადამიანი გადაარჩინა ეგვიპტის სანაპირო დაცვამ მას შემდეგ, რაც წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავი ჩაიძირა.  17  მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ტურისტულ ნავზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 31 სხვადასხვა ეროვნების ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი.

არ ხმაურდება ინფორმაცია ტურისტების ეროვნების შესახებ, მაგრამ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პაველ ვრონსკიმ განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო პაპს, რომ ბორტზე მყოფ ორ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს პოლონეთის მოქალაქეობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში