პაკისტანში შეტაკებების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

26 ნოემბერი 2024, 13:05 70 ნახვა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა. 

დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა.  

72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი