ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი და სხვა მაღალჩინოსნები.