ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. მის სასარგებლოდ ხმა 87-მა პარლამენტარმა მისცა.
ისრაელის მოქმედი პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს იწურება. იცხაკ ჰერცოგის მამა, ჰაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის რიგით მე-6 პრეზიდენტი იყო.