ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადეების გონივრული ტარების შესახებ.
მისივე განმარტებით, ზღვაში ბანაობისას პირბადე სავალდებულო არ იქნება, თუმცა ბულვარში სეირნობის დროს მისი ტარება აუცილებელია.
"გასაგებია, სოფელში, ტყეში, თუ მარტო ხართ, არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ თუ იქ ხართ ისეთ ადგილას, სადაც მასობრივი შეკრებაა, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა იხმაროთ.
სანაპიროზე, ან თუ ბანაობ ზღვაში ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ, ბათუმში ან ქობულეთში, სადაც თქვენს გვერდზე ბევრი ხალხია, რა თქმა უნდა პირბადე უნდა გეკეთოთ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.