ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

01 ივნისი 2021, 10:41 797 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფრომაციით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში