ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა

31 მაისი 2021, 14:17 864 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამ პოსტებს გიორგი გუგუჩია და ვალერიან მჭედლიძე დაიკავებენ.

"გიორგი გუგუჩია სამეგრელო ზემო-სვანეთის ახალი გუბერნატორი იქნება, ის სამართლის სპეციალისტია. მუშაობდა შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში, არის გამოცდილი კადრი, ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, რომ წარმატებული კადრი იქნება. ვუსურვებ წარმატებებს.

შიდა ქართლში გუბერნატორის პოსტს დაიკავებს ვალერიან მჭედლიძე, ის არის წარმოშობით გორიდან, წარმატებული საჯარო სექტორის თანამშრომელი. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტს, ბატონი ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი იყო, ასე რომ მე მას ვუსურვებ წარმატებებს."-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი