პოლონეთის ორი ქალაქის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით, ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები განახლდა. ივნისიდან ფრენების განრიგს ემატება ქალაქი ვროცლავიც.
აეროპორტი ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებებითაც აღადგენს რეგულარულ რეისებს.ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ პირდაპირი რეისი 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს.