ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის ოდენობით დახმარება უნდა გამოიყოს.
პროექტში მითითებულია, რომ ფინანსური დახმარება საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე კრემლიდან მომდინარე გავლენების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.