ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის დაარსების საკითხი ეკონიმიკის მინისტრმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
როგორც უწყებაში ამბობენ, ფონდი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს სოციალურ ქსელებში და ონლაინ სარეკლამო პლატფორმაზე გაზარდოს საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობა.
შერჩეული კომპანიები სარეკლამო კამპანიისთვის მათ მიერ გამოყოფილი თანხის ზუსტად იგივე რაოდენობას მიიღებენ დამატებით ტურიზმის მხარდაჭერის ფონდისგან.