2024 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 მილიონ 220 ათას 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ბათუმის კი 334 437 მგზავრს. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა.