ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა - Galt & Taggart

13 ივლისი 2024, 13:51 490 ნახვა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად, ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში, კომპანიის აქციები 29.31%-ით გაიზარდა.

 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, ამჟამად, 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში, კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა.

 

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, ამჟამად, 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში, კომპანიის აქციები 10.55%-ით გაიზარდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი