ბათუმის ბიუჯეტი გაიზარდა

31 მაისი 2024, 17:49 1311 ნახვა

ბათუმის საკრებულომ 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  68 მილიონით გაიზარდა და 450 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა. 

ქალაქის მერის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია  1 მილიონ 200 ათას ლარამდე და  დაახლოებით 3000 ბენეფიციარი ისარგებლებს  ახალი პროგრამებით. 1 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები.

ამავე ბიუჯეტით  იგეგმება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და 11-ამდე სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

საკრებულოს  გადაწყვეტილებით, ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში აჭარის მთავრობას   მიწის ნაკვეთს გადასცემს სადაც ახალი საჯარო სკოლა აშენდება. კორექტირებული ბიუჯეტის  დამტკიცებას ოპოზიცია არ ესწრებოდა. ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმშია, დანარჩენმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში