''რელიგია და მშვიდობა” – საერთაშორისო ფორუმი ბათუმში

12 ნოემბერი 2016, 00:00 4259 ნახვა

აჭარაში მცხოვრები მუსლიმების მოთხოვნა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ქალაქში ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების განხილვის თემა გახდა. საკითხზე დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც რელიგიასა და მშვიდობას ეძღვნება. ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებებში ბოლო დროს, მუსლიმი თემის წინაშე წარმოქმნილი პრობლემები მოხვდა, რომელიც მათი შეფასებით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.   რელიგიური უმცირესობების თანაცხოვრებაზე მომუშავე უცხოური ორგანიზაციების წამომადგენლები და დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი საქართველოს ხელისუფლებას თითოეული მოქალაქისთვის განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა მოქცნენ თანაბრად და დაიცვან მათი უფლებები. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ''ქართველ მუსლიმთა კავშირი''-ს ორგანზიებით უკვე მეორედ ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი