მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის

25 მაისი 2021, 18:39 1163 ნახვა

ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის 103-ე წელს ზეიმობს. ქვეყნის მაშტაბით რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ხვალ 11 საათიდან დაიწყება ძირითადი ღონისძიება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.ფიცის დადების ცერემონია იქნება ექვს სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის პირველად დადებენ ფიცს სვანეთში. შემდეგი ლოკაციაა აჭარა.  ხვალ ასევე სიმბოლურია გენერალ გიორგი კვინიტაძის გადასვენება სამების ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, საიდანაც იქნება პირდაპირი ტრანსლაცია. მოსახლეობა ღონისძიებებისთვის თვალყურის მიდევნებას მხოლოდ ტრანსლაციის მეშვეობით შეძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი