ცესკოში შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიები უნდა დაიტესტოს და მოხდეს არჩევნების სიმულაცია, რათა გამოჩნდეს, რეალურ პირობებში როგორ მუშაობს ესა თუ ის ტექნოლოგია. მისი თქმით, ამ პროცესს დაახლოებით 1-2 კვირა დასჭირდება. მოსაზრებას იზიარებენ შეხვედრის სხვა მონაწილეები.
ცესკო-ში არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა მმართველი გუნდსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ასევე საერთაშორისო ექსპერტებს შორის გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ამომრჩევლის იდენტიფიცირების, ხმის მიცემის და ხმის დათვლის პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი.