ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთში იშვიათი ინფექციური დაავადების - მუკორმიკოზის, იგივე „შავი სოკოს“ 8 800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.BBC-ის ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობისთვის ინფექციის გადატანა საკმაოდ რთულია და დაავადებულების გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს.შემთხვევების უმეტესობა გუჯარატისა და მაჰარაშტრას შტატებში ფიქსირდება.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთი ინდოელი ექიმი მიიჩნევს, რომ ინფექციური დაავადების მასობრივი გავრცელება, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული