გზის რეაბილიტაცია ქობულეთში

22 მაისი 2021, 12:10 1593 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე აქტიურად აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

თეთროსანი-ზედა ხუცუბანის საავტომობილო გზის 1973 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის და გვარის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი