ჯოჭო – სტიქიური ზონა

20 მაისი 2021, 19:57 1836 ნახვა

უარი სოციალურ სახლს და კომპენსაციას. სოფელ ზედა ჯოჭოში, საფრთხის ზონაში მცხოვრებლებს სხვაგან განსახლებას მამა-პაპისეულ საცხოვრებელში ყოფნა ურჩევნიათ.  რისკი ადამიანის სიცოცხლეზე გადის, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება მოსახლეობას მოუწევს. მიმდინარე წელს ჩატარებულ გეოლოგიურ დასკვნებში ვკითხულობთ, რომ ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია და ცხოვრება საფრთხის შემცველია. მათ მეზობლად მცხოვრებლები კი 1 წლით ადრე ჩატარებულ დასკვნას იშველიებენ, რომლის მიხედვით პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ფერდსამაგრის მშენებლობითაა შესაძლებელი. ჯოჭოში სტიქიური პროცესები ხშირია, გასული წლის ოქტომბერში ჩამოშლილმა მიწის მასამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვნისაც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში