ინდოეთში ცხედრებით სავსე მდინარე განგი ადიდდა

19 მაისი 2021, 09:57 1015 ნახვა

ბიბისის ინფორმაციით, ინდოეთის მდინარე განგიში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს. მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.

გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ, ან მარხავენ. ინდოეთი კორონავირუსის მეორე ტალღას რამდენიმე კვირაა ებრძვის.

ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში