სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა ვაზიანშია

06 მაისი 2016, 00:00 4588 ნახვა

ქართულ-ამერიკულ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა ვაზიანშია. ეშელონებიდან ტექნიკის გადმოტვირთვას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“  საქართველოში მეორედ ტარდება და მისი მიზანი ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებაა. წელს „ღირსეული პარტნიორი“  ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში  ემ-1-ა-2-ის ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. სწავლება 11-დან 26 მაისამდე გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი