საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან იმისათვის, რომ ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე მოხდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიამ, ვაქცინააციის საბჭოს მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოსალოდნელია რომ საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება "ნოვოვაქსის" და "ჯონსონ & ჯონსონის" დოზების მიღებასთან დაკავშირებით.
"ასევე "ფაიზერის" დოზების თემაზე არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში. მიდის მუშაობა "სინოფარმის" დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან იმისათვის, რომ ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე შესრულდეს უმოკლეს ვადაში და ის დოზები რომლებიც გვჭირდება მივიღოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ