დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს და მოძრაობა შეზღუდეს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ორი სხვადასხვა ჯგუფი დაუპირისპირდა.
კონფლიქტში მონაწილე პირების ნაწილი ადგილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორს, ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.