ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთმტკიცებები ამოიღეს, მათ შორის ხელკეტები. მოგვიანებით ჩხუბში მონაწილე პირები დმანისის პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გამოკითხვიდან გამოსულების თქმით, დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით დაუპირისპირდნენ.