ბათუმში აქტივისტებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს

16 მაისი 2021, 12:15 1025 ნახვა

ე.წ კომენდანტის საათის გაუქმება მოქალაქეებმა ბათუმში კიდევ ერთხელ მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად 9 საათის შემდეგ რეგულაცია დაარღვიეს.

ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი ახლოვდება და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის ნაცვლად უმჯობესია ამ მიმართულებით იზრუნონ.

ე.წ კომენდანტის საათის დაწესებას აქტივისტები პოლიტიკური მუხტის ჩახშობასაც უკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს მოქალაქეებს შეეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი