აშშ-ის წარმომადგენელი ისრაელში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

15 მაისი 2021, 12:10 1941 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელი თელ-ავივში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისთვის ჩავიდა - ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით პალესტინისა და ისრაელის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰადი ამრი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ისრაელთან, პალესტინასთან და გაერო-ს მაღალჩინოსნებთან.

ისრაელში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია "მდგრადი სიმშვიდისკენ მუშაობის აუცილებლობის განმტკიცება".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი