აცრის მსურველი უკვე ბევრია, ვაქცინა კი - ცოტა

13 მაისი 2021, 20:11 929 ნახვა

უკვე მეორე დღეა ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა პრობლემურია, იმათ, ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს, ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

საიტის პრობლემას ტექნიკური ხარვეზით ხსნიან, თუმცა პრობლემის მოგვარების შემდეგ ''ასტრაზენეკათი'' აცრას უკვე 45 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.

პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად იცრებიან პოლიტიკოსები, თუმცა სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით ტემპი მაინც არ არის სწრაფი, ახლა კი ამას დოზების სიმცირეც დაემატა და ახლა ''სინოვაკის'' 100 ათასის დოზის ავტორიზაციას ელოდებიან, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დადებითი მოლოდინები აქვთ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი