უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
გიორგი ღიბრაძეს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, აცრა არის ეფექტური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
„თავს ვგრძნობ ძლიან კარგად. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სხვა დანარჩენ რეგულაციებთან ერთად, როგორებიცაა სოციალური დისტანცია და პირბადე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.