განხორციელებული საჰაერო იერიშების მიუხედავად საქართველოდან ისრაელის მიმართულებით და პირიქით, ავიამიმოსვლის განრიგი უცვლელია.
ისრაელსა და პალესტინას შორის განახლებული კონფლიქტის შემდეგ პირველი რეისი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ შესრულდა.
ჩარტერული რეისის მგზავრები ებრაელი ტურისტები არიან და ჩვენთან ჰყვებიან, რომ თელ-ავივში სიტუაცია გამოფრენამდე სტაბილური იყო და არსებული მდგომარეობის მიუხედავად, უკან დაბრუნებასაც აუცილებლად აპირებენ.