სარაკეტო იერიშები არ წყდება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის. ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დღე-ნახევარში 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა. BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი. ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. განსაკუთებით იმ ქალაქებში, სადაც თავდასხმები ინტესიურად ხორციელდება.