ხვალ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება

11 მაისი 2021, 15:31 941 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "სინოფარმის" მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას  25 მაისის შემდეგ უწევს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.

„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლოობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

 თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში “სინოფარმით” აცრილთა და აცრაზე რეგისტრირებულთა რიცხვი 40 000-მდეა, პრეპარატის დარჩენილი 10 000 დოზა კი სტრატეგიული ჯგუფების იმუნიზაციას მოხმარდება.

“სინოფარმის დიდი ნაწილი დაახლოებით 40 00-მდე დოზა ან უკვე გამოყენებულია, ან დაჯავშნილია. 10 000 დოზა დარეზერვებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის ესაა პოლიცია, პენიტენციური სისტემა.

უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის. მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული დოზების დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში