რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა სახეზეა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ბაქოში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა რეგიონში ვითარების ნორმალიზებისთვის რუსეთთან შემდგომი ურთიერთქმედების იმედი გამოთქვა. აზერბაიჯანი რუსეთს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად, მეზობელ ქვეყანად მიიჩნევს, რომლის მშვიდობისმყოფელებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაძაბულობის შემცირებას უწყობენ ხელს“, – განაცხადა ალიევმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საზღვრებთან დაკავშირებით საკითხები გადაჭრადია, მიუხედავად მათი სირთულისა. ყველაფერი მარტივად არაა, თუმცა გადაჭრადია. სამხედრო ექსპერტები, დიპლომატების მონაწილეობით, ურთიერთმისაღებ გამოსავალზე შეთანხმებას შეძლებენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.