დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, "სინოფარმისთვის" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება.
გამყრელიძის განცხადებით, "სინოფარმის" ვაქცინა „კოვაქს პლატფორმაზე'' განთავსდება და ის ქვეყნები, რომლებიც ,,კოვაქს პლატფორმაზე'' არიან შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში, ეტაპობრივად ნახევარი მილიონი დოზის "სინოფარმის“ მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე "კოვაქსის" წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული. ასევე გვაქვს ინფორმაცია,რომ "კოვაქს პლატფორმაზე“ განთავსდება "ნოვოვაქსი" და "ჯონსონ & ჯონსონი''. გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება ,"ფაიზერთან'' მილიონ დოზაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის.
"ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის" - განაცხადა ამირან გაყრელიძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში "სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზით 55 ათასამდე ადამიანია აცრილი.
ცოტახნის წინ "სინოფარმის" ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.