მეფქვილეთა გაფიცვა ოზურგეთში ხელფასის გამო

07 მაისი 2021, 20:06 1188 ნახვა

მე-4 დღეა გაფიცულები არიან  ოზურგეთში „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები. ოცი ადამიანი ფქვილის საწარმოსგან ხელფასების გაზრდას ითხოვს.  

ამბობენ, რომ მათ  მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვთ, ხელფასი კი შეუსაბამო. არ არის რეგულირებული მათი  სამუშაო გრაფიკი.  დასაქმებულები სამუშაო გარემოს მოწესრიგებასაც ითხოვენ. აქციის გამო დროებით გაჩერებულია საწარმოს მუშაობა. 

დღეს პროტესტის მონაწილეებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ და იურიდიული დახმარებას დაჰპირდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი