''კომენდანტის საათის'' მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს - ეკატერინე ტიკარაძე

07 მაისი 2021, 14:26 975 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსის მესამე ტალღა.

„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი იქნება. ჩვენ უზრუნველვყობთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი