საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 13:18 848 ნახვა

საქართველოში, აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ.

პაატა იმნაძემ გუშინ განაცხადა, რომ  მოქალაქეები, რომლებიც კოვიდინფექციით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი